თავში

გუტიერეში: მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ბუნებასთან ბრძოლა

გუტიერეში: მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ბუნებასთან ბრძოლა
გუტიერეში: მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ბუნებასთან ბრძოლა

მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს „ომი ბუნების წინააღმდეგ“. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მეტი პოლიტიკური ნება, რათა შევაჩეროთ კლიმატის ცვლილებები. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა მადრიდში, გლობალური კლიმატის სამიტის დაწყებამდე.

„ჩვენ, უბრალოდ, უნდა შევწყვიტოთ თხრა და ბურღვა. უნდა გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობები, რასაც განახლებადი ენერგია გვაძლევს“, - თქვა მან.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა საერთოდ არ ერთვება გლობალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პოლიტიკური ნების ნაკლებობას გაუსვა ხაზი.

გაერო-ს კლიმატის სამიტი ხვალ დაიწყება და 13 დეკემბრამდე გასტანს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system