
გვატემალაში ორი ყოფილი გენერალი სასამართლოს წინაშე გენოციდის ბრალდებით წარდგება. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ბრალი მათ ჯერ კიდევ 40 წლის წინ წაუყენეს.
გამოძიების ცნობით, მანუელ ბენედიქტო ლუკასი და მანუელ ანტონიო კალეხასი გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, ადამიანების გატაცებას 1978 წლიდან 1982 წლამდე პერიოდში სჩადიოდნენ. მკვლელობები ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, კიჩაში ხდებოდა, სადაც მაიას ძირძველი ერი ცხოვრობს.
85 წლის გენერლები 2016 წლიდან გვატემალას დედაქალაქის სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.
ცნობისთვის, გვატემალაში ომის დროს, რომელიც 1996 წელს მშვიდობიანი შეთანხმებით დასრულდა, 200 000 ადამიანი ემსხვერპლა, 45 000 ადამიანი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.
ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის ბევრი ადამიანი გასამართლდა, კომისიამ, რომელსაც მხარს გაერო უჭერს, განაცხადა, რომ ჯარმა მაშინ ბევრი უბედურება ჩაიდინა.