თავში

გვინეაში ებოლას 9 ადამიანი ემსხვერპლა

გვინეაში ებოლას 9 ადამიანი ემსხვერპლა
გვინეაში ებოლას 9 ადამიანი ემსხვერპლა

გვინეაში ებოლას დაავადების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) აფრიკის რეგიონული ოფისი აქვეყნებს.

ამასთან, ჯანმო-ს ცნობით, ებოლათი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18-ს შეადგენს.

ებოლას ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა წელს 28 იანვარს, გვინეაში, ქალაქ გუკეში დაფიქსირდა.

ამჟამად, გვინეაში ებოლაზე 1,604 ადამიანია აცრილი.

შეგახსენებთ, 2021 წლის 14 თებერვალს გვინეამ ებოლას ახალი აფეთქების შესახებ განაცხადა.

ჯანდაცვის ადგილობრივი და საერთშორისო ორგანიზაციები გვინეაში ებოლას გავრცელების პრევენციას ცდილობენ. 2013-2016 წლებში ვირუსის აფეთქების შედეგად დასავლეთ აფრიკაში 11 300 ადამიანი დაიღუპა. გვინეაში, სიერა-ლეონესა და ლიბერიაში ეს ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი იყო ეპიდემიების ისტორიაში. ებოლაზე ვაქცინაცია გვინეაში 2015 წლიდან დაიწყო, რისი საშუალებითაც აფრიკამ პანდემია დაამარცხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system