თავში

გვინეის ყურეში მეკობრეებმა მალტის კიდევ ერთი ტანკერი გაიტაცეს

​გვინეის ყურეში მეკობრეებმა მალტის კიდევ ერთი ტანკერი გაიტაცეს
გვინეის ყურეში მეკობრეებმა მალტის კიდევ ერთი ტანკერი გაიტაცეს

მალტის ნავთობტანკერი New Range გვინეის ყურეში მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელთ. ამის შესახებ პორტალი Dryad Global წერს, რომლის სპეციალიზაცია საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოებაა.

პორტალის თანახმად, მეკობრეები თავს დაესხნენ ნავთობტანკერს, რომელიც კამერუნიდან ტოგოში მიემართებოდა. ინციდენტი ნიგერიის სანაპიროდან 260 კილომეტრის დაშორებით, პრინსიპის კუნძულთან მოხდა.

ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემის გატაცების უკვე მესამე შემთხვევაა

შეგახსენებთ, რომ გვინეის ყურე მეკობრეების თავდასხმების საშიშროების თვალსაზრისით ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია. 2020 წელს ამ რეგიონში მეკობრეებმა 130-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system