თავში

გზის პირას მძინარე 15 მუშა სატვირთომ გაიტანა

გზის პირას მძინარე 15 მუშა სატვირთომ გაიტანა
გზის პირას მძინარე 15 მუშა სატვირთომ გაიტანა

ინდოეთში, გუჯარათის შტატის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ სუტართან ახლოს ტრაგედია დატრიალდა. 15 ადამიანი დაიღუპა და 8 მძიმედ დაშავდა სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად. ინციდენტი ღამით მოხდა. სოფლის მცხოვრებლები დღიურ სამუშაოზე ქალაქ სუტარში ფეხით მიდიოდნენ, ღამე კი გზის პირას გაათიეს.

სატვირთო მანქანის მძღოლმა მძინარე ადამიანები სიბნელეში ვერ შეამჩნია და მათ გადაუარა. 12 კაცი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენი 3  საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცავალა. 8 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ადილობრივი მედიის ინფორმაციით, მძინარე ადამიანებთან შეჯახებამდე სატვირთო მანქანა ტრაქტორს შეეჯახა და მართვა დაკარგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system