თავში

ჰააგაში დანით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

​ჰააგაში დანით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ჰააგაში დანით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ჰააგის ცენტრალურ ნაწილში, მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

დაახლოებით შუადღისას პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ქალაქის ცენტრში, სავაჭრო ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ადამიანები დაჭრეს. გარდა ამისა, პოლიციელების მისვლისას ამ მაღაზიაში ხანძარი მძვინვარებდა. ის ჩაქრეს.

”ცნობილია, რომ ორი ადამიანი დაშავდა. ეჭვმიტანილი გაიქცა”, - განაცხადეს პოლიციაში.

დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილი დაახლოებით 30 წლისაა. ეს მაღალი, შავგვრემანი კაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system