თავში

ჰააგაში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

​ჰააგაში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ჰააგაში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ნიდერლანდებში, ჰააგაში ათასობით ფერმერმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ჰაერში აზოტის ოქსიდის გამონაბოლქვთან დაკავშირებით სახელისუფლებო პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების წინაშე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები უნდა გამოვიდნენ.

ფერმერების ნაწილი დილით ადრე ქალაქისკენ ტრაქტორებით დაიძრა, თუმცა, სამართალდამცავებმა ისინი შეაჩერეს და ტრაქტორები ჰააგის შესასვლელთან დაატოვებინეს. მიუხედავად ამისა, ქალაქში შეფერხებულია მოძრაობა და გართულებულია გადაადგილება.

ხვალ ნიდერლანდების პარლამენტში აზოტის ოქსიდის გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებით დებატებია დაგეგმილი. ფერმერები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა, როდესაც შეზღუდვებს ფერმერების მისამართით აწესებს მაშინ, როდესაც ავიაცია, მშენებლობა და მრეწველობის სხვა დარგები გარემოს გაცილებით მეტად აბინძურებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system