თავში

ჰააგაში ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დაიდგა

ჰააგაში ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დაიდგა
ჰააგაში ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დაიდგა

ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, 26 თებერვალს ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დაიდგა. 

მემორიალის გახსნის ცერემონიალს  აზერბაიჯანის ელჩი ნიდერლანდებში ფიქრეტ ახუნდოვი, თურქეთის ელჩი შაბან დიშლი, ჰოლანდიელი პარლამენტარი სელჯუკ ოზთიურკი, ევროპაში სხვადასხვა ორგანიზაციების დიასპორის ხელმძღვანელები და აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებამ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და ძეგლი  ყვავილები შეამკო.

აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩებმა, ჰოლანდიურ-აზერბაიჯანული და თურქული კულტურის საზოგადოების თავმჯდომარემ ილხან აშგინმა, ჰააგის სასაფლაოს დირექტორმა ლინდა იანსენმა და ჰოლანდიაში აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი "სამშობლოს" თავმჯდომარემ მაისა აღამირზოევამ აღნიშნეს, რომ ხოჯალის ხოცვა მთელი კაცობრიობის ტრაგედიაა.

ხოჯალის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. ქალაქის შტურმს საარტილერიო ქვემეხებიდან, მძიმე სამხედრო ტექნიკიდან მასშტაბური სროლა უძღოდა წინ, რომელიც ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საღამოს დაიწყო. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 თებერვლის დილის 5 საათისთვის მთელი ქალაქი ალში მოაქცია. ხოჯალიში დარჩენილმა მოსახლეობამ, დაახლოებით 2500 ადამიანმა, გადარჩენის იმედით, უახლოეს დასახლებულ პუნქტს, აღდამს მიაშურა. თუმცა, სომხური ფორმირებები მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 კი - ერთი.

1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ხოჯალის გენოციდის და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system