თავში

ჰააგის სასამართლო: ფილიპინების ანტინარკოტიკულ კამპანიაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება

​ჰააგის სასამართლო: ფილიპინების
ჰააგის სასამართლო: ფილიპინების ანტინარკოტიკულ კამპანიაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფილიპინების ხელისუფლების მიერ ნარკოტიკებთან ბრძოლის ღონისძიებებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს ხედავს. ონფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ჰააგის სასამართლომ ფილიპინებში 2018 წლის ანტინარკოტიკული კამპანიის წინასწარი განხილვა დაიწყო და ცოტა ხანში გადაწყვეტილება მომდევნო წლის მოვლენების ოფიციალურ გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.

როდრიგო დუარტე ფილიპინების პრეზიდენტი 2016 წელს გახდა. მას შემდეგ მან ნარკოდანაშაულს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.

დუარტეს ხისტ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას, რაც ჰააგის სასამართლოს ანგარიშის თანახმად, უამრავი ადამიანის დაჭერას, წამებასა და სიკვდილს მოიცავდა, დასავლეთის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები იმის თაობაზე, ამ პერიოდში დაირღვა ადამიანის უფლებები და უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი.

ფილიპინების პრეზიდენტი კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ დასავლეთს მისი ადამიანის უფლებების უგულო და უმოწყალო დამრღვევად წარმოჩენა სურს. დუარტეს ადმინისტრაციამ არც ჰააგის სასამართლოს დადგენილება მიიღო და მას სპეკულაციური და იურიდიულად მცდარი უწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system