თავში

ჰაბლის ტელესკოპმა იუპიტერის მახლობლად უნიკალური კომეტა დააფიქსირა

ჰაბლის ტელესკოპმა იუპიტერის მახლობლად უნიკალური კომეტა დააფიქსირა
ჰაბლის ტელესკოპმა იუპიტერის მახლობლად უნიკალური კომეტა დააფიქსირა

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის მახლობლად უნიკალური მოხეტიალე კომეტა დააფიქსირა. ამის შესახებ განცხადება ობსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კომეტა P/2019 LD2 ორბიტაზე იუპიტერის უძველეს ასტეროიდებთან ერთად მოძრაობს, რომლებსაც  ტროელებსაც უწოდებენ. მოცემული ობიექტი პირველი კომეტაა, რომელიც ასტრონომებმა ტროას შემადგენლობაში დააფიქსირეს.

კომეტის კუდის სიგრძე 640 000 კილომეტრს შეადგენს. კუდის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ კომეტა მზისგან დიდი დაშორების მიუხედავად მაინც აქტიურია.

მეცნიერთა აზრით, ეს კომეტა P/2019 LD2 იუპიტერის ასტეროიდების დროებითი მკვიდრია. კომპიუტერული სიმულაციების შედეგად დადგინდა, რომ დაახლოებით ორ წელიწადში იუპიტერი მას  მზის შიდა სისტემაში "გაგზავნის".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system