თავში

ჰაერის დაბინძურება: რა ზომებს მიმართავს ინდოეთის ხელისუფლება

ჰაერის დაბინძურება: რა ზომებს
ჰაერის დაბინძურება: რა ზომებს მიმართავს ინდოეთის ხელისუფლება

ინდოეთის მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰაერის გამწმენდების შესყიდვაზე ზრუნვა აქტიურად დაიწყო, რათა ჰაერის ხარისხის მდგომარეობა გაუარესებისგან დაიცვას და მისი მაჩვენებელი 300 არ ასცდეს.

ექვსმა ფედერალურმა სამინისტრომ, ჯანმრთელობის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩათვლით, 2018-2019 წლებში სულ მცირე ჰაერის 159 გამწმენდი იყიდა, რაც 5 მილიონი რუპი (70,353 აშშ დოლარი) ღირებულებისაა. 2014-2016 წლებში, 6 სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ოფისების მონაცემებით, ჰაერის გამწმენდი 140 აპარატი შეიძინეს, რაშიც დაახლოებით 55.000 აშშ დოლარი გადაიხადეს. შესყიდვების კონტროლი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფედერალურმა და ქალაქის მთავრობამ, ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ პრობლემის მოგვარება ვერ მოახერხეს, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდებში.

”ჰაერის გამწმენდის შესაძენად ფულის დახარჯვა აბსოლუტური დანაშაულია ”, - განაცხადა გარემოსდამცველმა ვიმლენდუ ჯაამ, რომელიც სამთავრობო საბჭოს წევრია და დელის დაბინძურების კრიზისის მოგვარება ევალება. სამინისტროებს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნოემბერში დედაქალაქში დაბინძურების დონემ ხელისუფლებას სკოლების დახურვაც კი აიძულა. მათ საზოგადოებას ავტომობილების გამოყენების შეზღუდვისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდეს.

იმისთვის, რომ მოსახლეობამ ჰაერის გამწმენდების შეძენა დაიწყოს, კარგი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. თითო გამწმენდი დაახლოებით 1000 აშშ დოლარი ღირს, რაც დელის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ძალიან ძვირია. ნიუ-დელის მოსახლეობა დაახლოებით 20 მილიონია, მათი საშუალო შემოსავალი კი თვეში 400 დოლარია. ქალაქში გაჭირვებული მოსახლეობა საკმაოდ ბევრია და უამრავ უსახლკაროს გარეთ, სიცივესა და დაბინძურებული ჰაერის პირობებში უწევს ცხოვრება.

მედიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოწყობილობა ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძინა - 2018-19 წლებში 103 მოწყობილობა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი სამინისტროს სხვადასხვა შენობებსა და ოთახებში დაამონტაჟეს, რაშიც $43,619 გადაიხადეს.

გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, როდესაც ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 გამწმენდი მოწყობილობა იყიდა. ოთხი მათგანი კი მინისტრის კაბინეტში დააყენეს. თითოეულის ღირებულება თითქმის $1000-ია.


  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system