თავში

ჰაფთარი და სარაჯი ბერლინის კონფერენზიაზე მიიწვიეს

​ჰაფთარი და სარაჯი ბერლინის კონფერენზიაზე მიიწვიეს
ჰაფთარი და სარაჯი ბერლინის კონფერენზიაზე მიიწვიეს

კონფერენცია, რომელიც ლიბიის საკითხს მიეძღვნება, ბერლინში 19 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, კონგოს რესპუბლიკა, იტალია, ეგვიპტე, ალჟირი, ასევე გაერო, ევროკავშირი, აფრიკული კავშირი და არაბული ქვეყნების ლიგა.

ბერლინში ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელი ფაიზ სარაჯი და ლიბიელი საველე მეთაური ხალიფა ჰაფთარიც მიიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ ლიბიის ნაციონალური არმიის ხელმძღვანელსა და ტრიპოლის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო გარიგება ვერ შედგა. მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system