თავში

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი

ჰაიტის პრეზიდენტის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვენდელე კოკ ტელოტია ეჭვმიტანილი. 

Reuters-ის ცნობით, ყოფილ მოსამართლეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

გამოძიების ცნობით, ვენდელე კოკ ტელოტი კოლუმბიელ დაქირავებულ მკვლელებს შეხვდა, რომლებიც პრეზიდენტზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ბრალდებული მოსამართლის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

ანონიმური მუქარები ხორციელდება ჟოვენელ მოიზის მკვლელობის საქმეზე მომუშავე გამომძიებლებისა და მოსამართლეების მისამართით, რის გამოც ბევრი მათგანი კონსპირაციულ მისამართებზე ცხოვრობს.

მოკლული პრეზიდენტის ცოლმა, მარტინა მოიზმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე მხოლოდ ოლიგარქებს შეეძლო მოეკლათ.

შეგახსენებთ, 7 ივლისს, ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system