თავში

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის ფაქტზე კოლუმბიელი დააკავეს

​ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის ფაქტზე კოლუმბიელი დააკავეს
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის ფაქტზე კოლუმბიელი დააკავეს

პანამის ხელისუფლებამ კოლუმბიის არმიის ყოფილი ჯარისკაცი დააკავა, რომელზეც ძებნა ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობასთან დაკავშირებით იყო გამოცხადებული. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

43 წლის მარიო ანტონიო პალასიოსი ფრენის შეჩერებისას დააკავეს, რომლითაც ის იამაიკიდან კოლუმბიაში იყო დეპორტირებული.

ჰაიტის ხელისუფლებამ პალასიოსი დაადანაშაულა იმაში, რომ ის დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც პრეზიდენტი და მისი ცოლი მოკლეს.

ამასთან, დაკავების შემდეგ პალასიოსს სთხოვეს, "ნებაყოფლობით" ასულიყო რეისზე, რომელიც აშშ-ში მიფრინავდა, რადგან აშშ-ზე მასზე ძებნა ინტერპოლის "წითელი ცირკულარით" გამოცხადდა.

ამასთან, გაურკვეველია, გაემგზავრა თუ არა პალასიოსი შეერთებულ შტატებში.

შეგახსენებთ, 7 ივლისს, ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system