
ამერიკულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, Christian Aid-მა განაცხადა, რომ ოქტომბერში ჰაიტიზე 17 გატაცებული ამერიკელი და კანადელი მისიონერიდან კიდევ სამი გაათავისუფლეს. ინფორმაციას AP ავრცელებს.
”წუხელ კიდევ სამი მძევალი გაათავისუფლეს”, - განაცხადეს Christian Aid-ში.
ორგანიზაციაში დასძინეს, რომ ისევე როგორც მძევლების წინასწარი გათავისუფლების შემდეგ, მათ ჯერჯერობით არ შეუძლიათ, დაასახელონ ადამიანები, გათავისუფლების გარემოებები და სხვა დეტალები.
სამივე გათავისუფლებული უსაფრთხოდ და კარგადაა.
ამ დროისთვის მძევლად კიდევ 12 ადამიანი რჩება.
22 ნოემბერს აშშ-ში გატაცებული 17 მისიონერიდან ორი გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, 18 ოქტომბერს კუნძულ ჰაიტიზე ამერიკელი მისიონერების ჯგუფი გაიტაცეს. ისინი პორტ-ო -პრენსში ადგილობრივ თავშესაფარს სტუმრობდნენ. ჰაიტის უსაფრთხოების სამსახურში ეჭვობს, რომ თავდასხმისა და გატაცების უკან 400 მავოზოს სახელით ცნობილი დგილობრივი დაჯგუფება დგას. ჰაიტიზე გატაცებულ თითო მისიონერში მილიონ დოლარს ითხოვენ.