თავში

ჰაიტიზე ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივი კრიმინალები აფერხებენ

​ჰაიტიზე ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივი კრიმინალები აფერხებენ
ჰაიტიზე ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივი კრიმინალები აფერხებენ

ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტიზე გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები აფერხებს, რომლებიც ტვირთის გადაზიდვის მარშრუტებს აკონტროლებს. ინფორმაციას გაერო-ს გენერალური მდივნის პრესმდივანი, სტეფან დუჟარიკი ავრცელებს.

"ადგილობრივი ხელისუფლება წვდომის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს და გუშინ პირველი ნაკადი - ექვსი მანქანა გაერო-ს პერსონალით სხვადასხვა სააგენტოდან და მთავრობიდან - დაზარალებულ ტერიტორიაზე გაემგზავრა. დღეს კიდევ რამდენიმე ნაკადი დაიძრა", - განაცხადა მან.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის 8 მილიონი დოლარი გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა გამოჰყო. ამ თანხით დაზარალებულები დროებითი საცხოვრებლით, მედიკამენტებით, წყლითა და ჰიგიენის საშუალებებით უნდა უზრუნველყონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system