თავში

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 248-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 248-მდე გაიზარდა
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 248-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე 14 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 248-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რესპუბლიკის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 2 207 დაღუპულის შესახებ.

სამინისტროს მონაცემებით, 12 763 ადამიანი დაშავდა, ხოლო 329 დაკარგულად ითვლება.

რეგიონში 53 ათასზე მეტი შენობა მთლიანად განადგურდა, 83 ათასზე მეტი - ნაწილობრივ.

ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 14 აგვისტოს მოხდა. ეპიცენტრი ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system