თავში

ჰაჯიევი: დაღუპულთა ცხედრების გაცვლის დროს სომხეთმა ცეცხლი გახსნა

ჰაჯიევი: დაღუპულთა ცხედრების გაცვლის დროს სომხეთმა ცეცხლი გახსნა
ჰაჯიევი: დაღუპულთა ცხედრების გაცვლის დროს სომხეთმა ცეცხლი გახსნა

”სომხეთი, ერთის მხრივ, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე საუბრობს, მეორეს მხრივ, კი აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა. 

"გუშინ, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გარდაცვლილი სომხების ცხედრები გადასაცემად გაამზადეს, სომხურმა მხარემ ცეცხლი გახსნა. რას ნიშნავს ეს? ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების  შუამავალმა მხარეებმა ეს ეპიზოდი უნდა შეაფასონ. ამრიგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველანაირ უფლებამოსილებას, რომ შეიარაღებულ ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე მსგავსი თავდასხმების შემთხვევაში, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სომხეთის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ”, - განაცხადა ჰაჯიევმა.

ეგახსენებთ, 9 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. თუმცა,აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და დღეს დილით აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, გუშინ ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში 9 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system