თავში

ჰაჯიევი: სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სადამ ჰუსეინის ტაქტიკას იყენებს

ჰაჯიევი: სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სადამ ჰუსეინის ტაქტიკას იყენ
ჰაჯიევი: სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ  სადამ ჰუსეინის ტაქტიკას იყენებს

”SCUD-ის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა და მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობა - სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი განჯაში იგივე ტაქტიკასა და სარაკეტო სისტემას იყენებს, რომელსაც სადამ ჰუსეინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა. 

"სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობაზე, განჯის მიმართულებით განხორციელებული კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ სომხეთი გენოციდის ტერორისტული აქტის პოლიტიკას სახელმწიფო დონეზე ატარებს. სომხეთმა პასუხი უნდა აგოს!", - აცხადებს ჰაჯიევი.

ცნობისთვის, გუშინ ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად განჯაში 12 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system