თავში

ჰაკერებმა Clubhouse-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს

ჰაკერებმა Clubhouse-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპ
ჰაკერებმა Clubhouse-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს
© CyberNews — Clubhouse

სოციალური ქსელი Clubhouse-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები ინტერნეტში თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Cybernews იუწყება.

ჰაკერებმა Clubhouse-ის მომხმარებლების პირადი მონაცემები მოიპარეს და პოპულარულ ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს. ამასთან, აღნიშნულ მონაცემებზე სრული წვდომა ყველას უფასოდ ჰქონდა. 

სააგენტოს ცნობით, ინტერნეტში ხელმისაწვდომია Clubhouse-ის მომხმარებელთა ბიოგრაფია, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, Twitter-ის და Instagram-ის ანგარიშების სახელები, გამოწერების რაოდენობა, ანგარიშის შექმნის თარიღი და სხვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერების მიერ მოპარული მონაცემები არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, როგორიცაა, მაგალითად, საკრედიტო ბარათი მონაცემები და ა.შ.

ცნობისთვის, გასულ კვირას Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system