თავში

"ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 630 რაკეტა გაუშვა - VIDEO

"ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 630 რაკეტა გაუშვა
ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 630 რაკეტა გაუშვა - VIDEO

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჰამასის" მიერ გასროლილი რაკეტებიდან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ამასთან, ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საპასუხო იერიშების შედეგად, „ჰამასის“ 130 ობიექტი გაანადგურეს. დარტყმების შედეგად "ჰამასის" 15 წევრი დაიღუპა. ამასთან, ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 13-სართულიანი შენობა განადგურდა.

ისრაელის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ თელ-ავივში გამაფრთხილებელი სირენების ხმა არ წყდება. გავრცელებული ინფორმაციით, თელ აივივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს, თუმცა ანტისარაკეტო სისტემებმა მათი შეკავება შეძლო. 

ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე პალესტინის ჯგუფებმა ქალაქ აშდოდის დაბომბვა დაიწყეს. 

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თელ-ავივის მახლობლად, ქალაქ რიშონ ლეციონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ისრაელის არმიამ დანაყოფების გასაძლიერებლად 5000 რეზერვისტი გამოიძახა.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

ისრაელის არმია ვიდეო კადრებს აქვეყნებს. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ის ადგილებია მონიშნული, სადაც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სირენები ჩაირთო.

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს. 

იერუსალიმში დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მეოთხე დღეა გრძელდება. არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას პალესტინელი აქტივისტები აპროტესტებენ. 8 მაისს ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პალესტინელებმა პარასკევის ლოცვის შემდეგ არეულობა მოაწყეს და პოლიციის თანამშრომლებს ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. სამართალდამცველებმა პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. შეტაკების შედეგად 200-მდე პალესტინელი დაშავდა. ვიდეო მასალას Guardian და BBCავრცელებს.

დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. 9 მაისის ღამით და 10 მაისს, გამთენიისას მორიგი შეტაკებების შემდეგ, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცველებმა იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით დილით ებრაელებს ძველი ქალაქის გარკვეულ ადგილებში შესვლის უფლება არ მისცეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system