თავში

ჰამბურგელი სექს-მუშაკები გერმანიაში ბორდელების გახსნას მოითხოვენ

ჰამბურგელი სექს-მუშაკები გერმანიაში ბორდელების გახსნას მოითხოვენ
ჰამბურგელი სექს-მუშაკები გერმანიაში ბორდელების გახსნას მოითხოვენ

ჰამბურგელი სექს-მუშაკები გერმანიაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დახურული  ბორდელების გახსნას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გერმანიაში უკვე გაიხსნა მაღაზიები, რესტორნები და ბარები, თუმცა ბორდელები კვლავ დახურულია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პროსტიტუცია დანაშაულს არ წარმოადგენს. სექს-მუშაკები აცხადებენ, რომ ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და ბორდელების დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვენ.

სექს-მუშაკთა ასოციაციამ, რომელიც აქციებს უწევს ორგანიზებას განაცხადა, რომ ბორდელების დახურვის გამო მათ ქუჩაში მუშაობა უწევთ, რაც არაჰიგიენური და საფრთხის შემცველია. 

"პროსტიტიუცია არ ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს... ჰიგიენის დაცვა ჩვენი ბიზნესის უმთავრესი ნაწილია" , - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system