
გერმანიაში მცხოვრებმა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ჰამბურგის ქუჩებში აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარდასაჭერ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ლოზუნგით "ყარაბაღი აზერბაიჯანია" გამოვიდნენ და აზერბაიჯანული ჯარის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
აქციის მონაწილეებმა გერმანიის მთავრობას მოუწოდეს, აზერბაიჯანიდან ჯარის გაყვანის მიზნით, სომხეთზე ზეწოლა განახორციელონ.