თავში

ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში ისევ დაადანაშაულეს

ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში ისევ დაადანაშაულეს
ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში ისევ დაადანაშაულეს

კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში ისევ დაადანაშაულეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, განცხადება ქალმა რეჟისორმა გააკეთა. მისი სახელი არ საჯაროვდება.

ქალის თქმით, ის "სასტიკი ძალადობის" მსხვერპლი გახდა. ამასთან, ვაინშტეინის გარემოცვამ ამის შესახებ იცოდა და მის დასახმარებლად არაფერს აკეთებდა.

ბრალი რამდენიმე ადამიანს უკვე წარედგინა.

აშშ-ის სასამართლომ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო უამრავმა ქალმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი და სალმა ჰაიეკი.

ჰარვი ვაინშტეინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, იგი თავისივე კომპანია The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს და გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system