თავში

ჰარვი ვაინშტეინს კალიფორნიაში გადაიყვანენ

​ჰარვი ვაინშტეინს კალიფორნიაში გადაიყვანენ
ჰარვი ვაინშტეინს კალიფორნიაში გადაიყვანენ

ამერიკელი კინოპროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის, რომელიც გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების ბრალდებით იხდის სასჯელს, კალიფორნიაში ექსტრადიცია იგეგმება, სადაც იქ სექსუალური დანაშაულების საქმეზე ახალ სასამართლო სხდომებს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraf ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის პროკურატურა მის ექსტრადიციაც ივნის-ივლისი პერიოდში გეგმავს, რათა 2004-დან 2013 წლამდე პერიოდში 5 ქალის გაუპატიურების ფაქტებზე ბრალი 11 პუნქტით წარუდგინონ.

ექსტრადიციას ვაინშტეინის ადვოკატები აპროტესტებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტის ფონზე უარესდება. 

აშშ-ის სასამართლომ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო უამრავმა ქალმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი და სალმა ჰაიეკი.

ჰარვი ვაინშტეინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, იგი თავისივე კომპანია The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს და გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system