თავში

ჰელიუმით სავსე "ტრამპი" ლონდონის მუზეუმში დააბინავეს

ჰელიუმით სავსე "ტრამპი" ლონდონის მუზეუმში დააბინავეს
ჰელიუმით სავსე ტრამპი ლონდონის მუზეუმში დააბინავეს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გასაბერ კარიკატურას ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუზეუმში მიუჩინეს ადგილი.

ჰელიუმით სავსე ბუშტი პირველად ლონდონის ცაზე 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც ტრამპი ბრიტანეთს ესტუმრა, შემდეგ კი საფრანგეთის, არგენტინის, ირლანდიის და დანიის ცაზეც ინავარდა.

ლონდონის მუზეუმმა ჰელიუმით გაბერილი "ტრამპი" სიხარულით მიიღო და ხელოვნების ნიმუში სხვა საპროტესტო აქციების დროს გამოყენებულ ღირსშესანიშნავობებთან განაწესა.

იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ქმნილება ადამიანებს გაახსენებს, თუ როგორი ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია "სიძულვილის პოლიტიკას".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system