თავში

ჰელოუინზე 7 წლის ბავშვი დაჭრეს - VIDEO

ჰელოუინზე 7 წლის ბავშვი დაჭრეს - VIDEO
ჰელოუინზე 7 წლის ბავშვი დაჭრეს - VIDEO

აშშ-ში, ჩიკაგოში ჰელოუინზე, საღამოს, ტკბილეულის შეგროვების დროს, 7 წლის ბავშვი მძიმედ დაჭრეს. დაჭრილია ასევე 31 წლის მამაკაცი. შემთხვევა ჩიკაგოს დასავლეთ ნაწილში მოხდა.

სამმა შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ქუჩაში, სადაც ბავშვები, ჰელოუინის ტრადიციის თანახმად, კამფეტებს აგროვებდნენ, ცეცხლი გახსნა. პოლიციის განცხადებით, კრიმინალებმა, რომელთა სამიზნე ქუჩაში მიმავალი მამაკაცი იყო, ბავშვებით სავსე ადგილას ისროლეს, რის შედეგადაც 7 წლის გოგონა ყელის არეში დაიჭრა. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტის ამსახველი ვიდეო NBC Chicago-მ გაავრცელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system