თავში

ჰელოუინზე სამი წლის გოგოს კალათაში ანტიფსიქოტიკი ჩაუდეს

​ჰელოუინზე სამი წლის გოგოს კალათაში ანტიფსიქოტიკი ჩაუდეს
ჰელოუინზე სამი წლის გოგოს კალათაში ანტიფსიქოტიკი ჩაუდეს

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში საავადმყოფოში სამი წლის გოგონა მოიყვანეს, რომელსაც ანტიფსიქოტიკი ნივთიერებით ინტოქსიკაცია დაუდგინეს.

აბი ვან დერ სპუი სამეზობლოში ჰელოუინზე ტკბილეულს აგროვებდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ერთ-ერთმა მეზობელმა მას კალათაში მძიმე პრეპარატი ჩაუგდო.

გოგონას დედა აცხადებს, რომ ბავშვი კამფეტების ჭამის შემდეგ შეუძლოდ გახდა.

„მე მეგონა, რომ მას საწუწნმა კამფეტებმა აწყინა, მაგრამ მან აბები მაჩვენა და მივხვდი, რომ ეს რაღაც პრეპარატია“, - განაცხადა დედამ.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვმა სეროქელი მიიღო, რომელიც შფოთვისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება.

ბავშვის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system