თავში

ჰოლივუდის მსახიობის შვილი, დედის მკვლელობის შემდეგ ჩაცხრილეს

ჰოლივუდი მსახიობი
ჰოლივუდის მსახიობის შვილი, დედის მკვლელობის შემდეგ ჩაცხრილეს

კალიფორნიაში, სანტა-ბარბარაში, ტარზანის როლის შემსრულებლის, ჰოლივუდის მსახიობის, რონი ელის სახლში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს 62 წლის ვალერი ელი მრავლობითი ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციის განცხდებით, მათ მალევე მიაგნეს ეჭვმიტანილსაც, რომელიც მისი ვაჟიშვილი, 30 წლის კემერონ ელი აღმოჩნდა. 

ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც პოლიცია აცხადებს „საფრთხეს წარმოადგენდა“ და მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, კემერონ ელი ნიუ-ჰემფშირში ფილიპს ექსეტერის აკადემიაში სწავლობდა. 2007 წელს მან ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა. ბოლო წლებში იგი დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system