თავში

ჰიდროქსიქლოროქინი COVID-19-თან ბრძოლაში წარუმატებელი აღმოჩნდა

ჰიდროქსიქლოროქინი COVID-19-თან ბრძოლაში წარუმატებელი აღმოჩნდა
ჰიდროქსიქლოროქინი COVID-19-თან ბრძოლაში წარუმატებელი აღმოჩნდა

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მალარიის საწინააღმდეგო წამალმა, ჰიდროქსიქლოროქინმა კორონავირუსის დაავადებული პაციენტების მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. კვლევები New York-Presbyterian Hospital-სა და Columbia University Irving Medical Center-ში ჩატარდა.

New England Journal of Medicine- ში გამოქვეყნებულ კვლევას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება არც აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას, არც აუარესებს. 

გასულ თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინი COVID-19-ის პაციენტებს არ ეხმარება და შესაძლოა, პირიქით, სიკვდილიანობა გამოიწვიოს.  

ჰიდროქსიქლოროქინი 811 პაციენტმა მიიღო, ხოლო 565-მა უარი განაცხადა.

"ჩვენს საავადმყოფოში მითითებები შეიცვალა, ამიტომ ჩვენ არ გირჩევთ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებას ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში", - თქვა დოქტორ შლუგერმა, ფილტვების, ალერგიისა და კრიტიკული მედიცინის სამმართველოს უფროსმა.

მცირე კვლევებმა, მათ შორის ჩინეთში ჩატარებულმაც, აჩვენა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, ხანდახან, ეფექტური იყოს. 

"მაგრამ ეს მცირე გამოკვლევა იყო და კარგი ხარისხით არ გამოირჩეობდა. ხალხმა მათზე ხელი აიღო, რადგან პაციენტები იღუპებოდნენ", - თქვა შლუგერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system