თავში

Highlander და Friends-ის ვარსკვლავი სტენ კირში გარდაიცვალა

Highlander და Friends-ის ვარსკვლავი სტენ კირში გარდაიცვალა
Highlander და Friends-ის ვარსკვლავი სტენ კირში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი სტენ კირში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ სერიალებში, როგორებიცაა "Friends", "Highlander" და "Main Hospital". ის ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 იანვარს იპოვეს. არ გამორიცხავენ იმ ფაქტსაც, რომ შესაძლოა, მსახიობმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალების ფაქტს მისი მეუღლე კრისტინ გრინიც ადასტურებს და ამის შესახებ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

"მინდა ყველას გადავუხადო მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ვერ ვპასუხობდი ყველა შეტყობინებას, ზარს, ელ.ფოსტს, მაგრამ თითოეულ მათგანს ვკითხულობ ან ვუსმენ. თითოეული თქვენგანის უსასრულოდ მადლობელი ვარ”, - წერს კრისტინი. 

მსახიობი სტენ კირში 1968 წელს ნიუ იორკში დაიბადა. მან პირველი როლი ოთხი წლის ასაკში შეასრულა. კარიერის განმავლობაში, ითამაშა ისეთ სერიალებში, როგორიცაა "მეგობრები", "Highlander" და "მთავარი ჰოსპიტალი", ასევე ფილმში "გარდაცვლილთა შურისძიება". გარდა ამისა, ის იყო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი. 2008 წელს კირშმა საკუთარი სამსახიობო სტუდია დაარსა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system