თავში

ჰიჯაბიანი მოდელი პოდიუმს ტოვებს - PHOTO

​ჰიჯაბიანი მოდელი პოდიუმს ტოვებს
ჰიჯაბიანი მოდელი პოდიუმს ტოვებს - PHOTO

23 წლის ამერიკელი ჰალიმა ადენი პირველი სუპერმოდელია მსოფლიოში, რომელიც პიდიუმზე ჰიჯაბით დემონსტრირებდა და საკუთრი რელიგიურ რწმენას ღიად უსვამდა ხაზს.

პანდემიის პერიოდში გარკვეული ფიქრის შემდეგ, მოდელმა პოდიუმზე უარის თქმა გადაწყვიტა. იგი აცხადებს, რომ ეს მის რელიგიურ შეხედულებებთან შეუთავსებელია და იგი რწმენასთან კომპრომისზე წასვლას აღარ აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წარმოშობით სომალელი სუპერმოდელი კენიის დევნილთა ბანაკში გაიზარდა. ის პირველი მოდელია, რომელიც ჰიჯაბით გამოჩნდა Vogue, Vogue Arabia, Sports Illustrated და მოდის სამყაროს სხვა ჟურნალების გარეკანებზე.

ჰალიმა ადენი აცხადებს, რომ დაუსრულებელი ჩვენებებისა და გადაღებების და ფონზე მას ლოცვისთვის დრო აღარ რჩებოდა, გარდა ამისა, ის იძულებული იყო ჰიჯაბი იმ ფორმით ეტარებინა, რაც უკვე მის არსსა და დანიშნულებას კარგავდა და ფაქტობრივად რწმენის შეურაცხყოფა იყო.

ჰალიმა ადენის თქმით, არც ერთმა ქალმა სამყაროში ჰიჯაბი ძალდატანებით არც უნდა ჩაიცვას და არც უნდა გაიხადოს. "მე ჰიჯაბს იმიტომ ვატარებ, რომ ის მალამაზებს და საკუთარი თავის რწმენას მმატებს", აცხადებს ჰალიმა ადენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system