თავში

ჰიქმეთ ჰაჯიევი: საქართველოს და აზერბაიჯანის კავშირები კეთილმეზობლობის წარმატებული მოდელია

ჰიქმეთ ჰაჯიევი: საქართველოს და აზერბაიჯანის კავშირები
ჰიქმეთ ჰაჯიევი: საქართველოს და აზერბაიჯანის კავშირები კეთილმეზობლობის წარმატებული მოდელია

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი კავშირები კეთილმეზობლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია და სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება სამაგალითო გახდეს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა azertag.az-ს განუცხადა ორივე ქვეყანას დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა და ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

"აზერბაიჯანი და საქართველო წარმატებით ახორციელებენ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს. წლის ბოლომდე ჩვენ სამხრეთ გაზის დერეფნის ექსპლუატაციაში ჩაბარებას ველოდებით, რაც წარმატების კიდევ ერთი ისტორიაა", - ამბობს ჰაჯიევი.

მისი თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში გადასახადების მსხვილი გადამხდელები არიან და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ახალი წინადადებებით გამოდიან.

"აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის არსებობს კონსტრუქციული დიალოგი, რომელიც ემყარება ნდობას. ჩვენ ღიად და მეგობრულად განვიხილავთ ნებისმიერ საკითხს. ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ემსახურება ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოების ინტერესებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ოფიციალური თბილისის აკრძალვას ქვეყნის ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის გადატანის შესახებ“, – აცხადებს ჰაჯიევი.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო მომავალში ამ ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system