თავში

ჰიქმეთ ჰაჯიევი: შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება

ჰიქმეთ ჰაჯიევი: შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება
ჰიქმეთ ჰაჯიევი: შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, ჰიქმეტ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უხეშად დაარღვიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

”სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ობიექტებისა და სამოქალაქო პირების დაბომბვა, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ ფრონტის ხაზის ტერიტორიებზე, არის დაგეგმილი და მიზანმიმართული ქმედება.

ამჟამად სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ფრონტის ხაზზე განლაგებული ჩვენს პოზიციებისა და დასახლებებს ინტენსიურ დაბომბვას.

სომხეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები საჭირო კონტრშეტევებს ახორციელებენ, რომლებიც მტრის მორიგი აგრესიის თავიდან აცილებასა და  მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ სომხეთი ომისთვის ემზადება... 

სომხეთის სამხედრო აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მისი შეიარაღებული ძალების ყოფნა აზერბაიჯანულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის მომტანია.

შექმნილ ვითარებასა და მოვლენების სამომავლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება”, - აცხადებს ჰიქმეთ ჰაჯიევი.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო, რომელშიც ძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია ჩაერთო. აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system