თავში

ჰიკმეთ ჰაჯიევი: სომხეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენება მშვიდობიან მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტ მსხვერპლზეა გათვლილი

​ჰიკმეთ ჰაჯიევი: სომხეთის მიერ კასეტური ბომბების
ჰიკმეთ ჰაჯიევი: სომხეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენება მშვიდობიან მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტ მსხვერპლზეა გათვლილი

სომხეთის არმია, რომელიც უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს, აზერბაიჯანის ტერიტორიებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სომხური მხარის სიტყვები ჰუმანიტარული ზავის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა, - ამის შესახებ ბრიფინგზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა "სმერჩის" ტიპის რაკეტები ესროლეს აზერბაიჯანის ქალაქებს ბარდა და ტერტერი.

"ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა ბევრი ადამიანი. სომხები, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტურ ბომბებს იყენებენ. ეს მშვიდობიან მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტ მსხვერპლზეა გათვლილი. სომხეთს არ ძალუძს აზერბაიჯანის სამხედრო ძალებზე დარტყმა, ამიტომ ის მიზნად მშვიდობიან მოსახლეობას ირჩევს", - განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ დღეს სომხეთმა აზერბაიჯანის გერანბოის, ტერტერის, აღჯაბედინისა და ბარდას რაიონებს 50-მდე რაკეტა დაუშინა. სომხეთის იერიშის შედეგად ამ დროისთვის 69 სამოქალაქო პირია დაღუპული, 322 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

პრეზიდენტის თანაშემწემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სომხეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა მხარემ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system