თავში

ჰილარი კლინტონი აშშ-ის საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს

​ჰილარი კლინტონი აშშ-ის საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს
ჰილარი კლინტონი აშშ-ის საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი აშშ-ის საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს. ამის შესახებ ის "ტვიტერში" წერს.

მისი აზრით, ამომრჩეველთა კოლეგიის ნაცვლად პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების გზით უნდა ინიშნებოდეს.

"სანამ კოლეგია ჯერ კიდევ არსებობს, მე ნიუ-იორკში ხმა სიამაყით მივეცი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს", - განაცხადა კლინტონმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის მიხედვით, მოსახლეობა ხმას აძლევს ამა თუ იმ კანდიდატს, თუმცა, პრეზიდენტს ის პირდაპირი წესით არ ირჩევს, ისინი რეალურად ამომრჩეველთა კოლეგიას ირჩევენ, რომელიც შემდეგ პრეზიდენტს ირჩევს.

ამომრჩეველთა კოლეგია 538 წევრისგან შედგება. არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერას მოიპოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system