თავში

ჰიუ ჯეკმანმა ქორწილის ძველი ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO

ჰიუ ჯეკმანმა ქორწილის ძველი ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO
ჰიუ ჯეკმანმა ქორწილის ძველი ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO
© Getty images

ავსტრალიელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმენმა თაყვანისმცემლებს სასიხარულო ინფორმაცია აცნობა. მან და მისმა მეუღლემ, მსახიობმა და პროდიუსერმა დებორა-ლი ფერნესმა ახლახანს ქორწინების 25 წლისთავი აღნიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

ვერცხლის ქორწილის დღესთან დაკავშირებით, 52 წლის ჯეკმანმა გადაწყვიტა, ქორწილის ძველი ფოტოები გაესაჯაროებინა.

"შენთან დაქორწინება, დებ, ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა. თითქმის შეხვედრის მომენტიდან ვიცოდი, რომ ჩვენ ერთმანეთის ბედი ვიყავით. 25 წლის განმავლობაში ჩვენი სიყვარული მხოლოდ უფრო ღრმავდებოდა. გართობა, მღელვარება და თავგადასავალი კიდევ უფრო ამაღელვებელია. მარად მადლიერი ვარ, რომ ერთად ვიზიარებთ ჩვენს სიყვარულს, ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს ოჯახს. ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ. დები, მე მთელი გულით მიყვარხარ!", - განაცხადა ჯეკმანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system