თავში

ჰოლანდიაში პოლიციამ ფერმაზე წლობით გამოკეტილი ოჯახი აღმოაჩინა

​ჰოლანდიაში პოლიციამ ფერმაზე წლობით გამოკეტილი ოჯახი აღმოაჩინა
ჰოლანდიაში პოლიციამ ფერმაზე წლობით გამოკეტილი ოჯახი აღმოაჩინა

შემოსული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ ჰოლანდიაში 6 ზრდასრული ძმა და აღმოაჩინა, რომლებმაც რამდენიმე წელიწადი იზოლირებულ ფერმაში, ერთ-ერთ ოთახში გამოკეტილებმა გაატარეს.

ექვსივე ბინადარი, რომლებიც ფერმაზე 58 წლის მამასთან ერთად დრენტეს პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, აცხადებდა, რომ აპოკალიფსისგან გადარჩენა უნდოდა. პოლიცია ამჟამად იძიებს, საიდან გაუჩნდათ მათ ეს აზრი.

პოლიციამ ისინი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ერთ-ერთი ახლომდებარე კაფეს თანამშრომელმა პოლიციას აუწყა, რომ მასთან 25 წლის, გრძელთმიანი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ 9 წელი გარეთ არ გამოსულა.

მისი თქმით, მან გაქცევა მოახერხა და დახმარება სჭირდებოდა.

გამოკეტილი 6 და-ძმა დალუქულ სარდაფში ცხოვრობდა და იქ მოყვანილი ბოსტნეულით და შინაური ცხოველებით იკვებებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system