თავში

ჰოლი ბერიმ ტრანსგენდერის როლზე უარი თქვა

​ჰოლი ბერიმ ტრანსგენდერის როლზე უარი თქვა
ჰოლი ბერიმ ტრანსგენდერის როლზე უარი თქვა

მსახიობმა ჰოლი ბერიმ ახალ ფილმში ტრანსგენდერი პერსონაჟის როლზე უარი თქვა. ამის მიზეზი კრიტიკაა, რომელსაც ის სოციალურ ქსელში წააწყდა.

წინა პარასკევს "ინსტაგრამზე" მსახიობმა დაწერა, რომ ახალ როლზე მუშაობს. ორშაბათს ღამე კი მან გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.

"უქმეებზე საშუალება მქონდა, ტრანსგენდერის მომავალი როლის შესახებ მემსჯელა და მინდა ჩემი გამონათქვამებისთვის ბოდიში მოვიხადო. მე ცისგენრერული ქალი ვარ და ვხვდები, რომ ეს როლი არ უნდა განმეხილა და ტრანსგენდერ საზოგადოებას, უსათუოდ, უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ისტორიები თავად მოჰყვეს", - აღნიშნა მსახიობმა.

ჰოლი ბერის როლზე გაცხადებულ უარს ორგანიზაცია GLAAD-მა დაუჭირა მხარი, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებს იცავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system