თავში

ჰოლივუდში კორონავირუსის შესახებ ფილმს გადაიღებენ

ჰოლივუდში კორონავირუსის შესახებ ფილმს გადაიღებენ
ჰოლივუდში კორონავირუსის შესახებ ფილმს გადაიღებენ

ჰოლივუდური კომპანია SK Global Entertainment კორონავირუსის ინფექციის შესახებ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Wall Street Journal იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმში მოქმედება ჩინეთში განვითარდება და ძირითადი აქცენტი კორონავირუსის წარმოშობაზე გაკეთდება.

ფილმის რეჟისორის, ჩარლზ რენდოლფის განცხადებით, ფილმი სამედიცინო დრამა იქნება და უცნობი ინფექციის აღმომჩენი ექიმის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის გადაღებების დაწყება 2021 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system