თავში

ჰომოსექსუალ პირთა ქორწინებას ამერიკელების 70% უჭერს მხარს

ჰომოსექსუალ პირთა ქორწინებას ამერიკელების 70% უჭერს მხარს
ჰომოსექსუალ პირთა ქორწინებას ამერიკელების 70% უჭერს მხარს

Gallup-ის კვლევის თანახმად, ჰომოსექსუალ პირთა ქორწინებას აშშ-ის მაცხოვრებლების 70 პროცენტი უჭერს მხარს. რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

1996 წელს, როდესაც სააგენტომ აღნიშნული კვლევა პირველად ჩაატარა, მაშინ ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას 27% ემხრობოდა. 

ამასთან, წელს პირველად, ჰომოსექსუალ პირთა ქორწინებას მხარი დაუჭირა გამოკითხულ რესპუბლიკელთა უმრავლესობამ (55%-მა) და დემოკრატების 83%-მა.

2001 წელს ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმნათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები თოთხმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. 

ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგალურია ბელგიაში (2003 წლიდან), ესპანეთში (2005), კანადაში (2005), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (2006), ნორვეგიაში (2009), შვედეთში (2009), პორტუგალიაში (2010), ისლანდიაში (2010), არგენტინაში (2010), ბრაზილიაში (2013), საფრანგეთში (2013), ურუგვაიში (2013), ლუქსემბურგში (2015), ირლანდიაში (2015), კოლუმბია (2016), ფინეთში (2017). ის აგრეთვე ნაწილობრივ ლეგალურია დანიაში, მექსიკაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system