თავში

ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა შტამ "ომიკრონის" გამოყოფა შეძლეს

​ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა შტამ "ომიკრონის" გამოყოფა შეძლეს
ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა შტამ ომიკრონის გამოყოფა შეძლეს

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პირველებმა აზიაში, კორონავირუსი ახალი შტამი "ომიკრონი" კლინიკური ნიმუშებიდან გამოყვეს. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

"ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარებმა კლინიკური ნიმუშებიდან SARS-CoV-2-ის "ომიკრონის" ვარიანტის გამოყოფა შეძლეს. გამოყოფილი ვარიანტი საშუალებას იძლევა, შემუშავდეს და შეიქმნას ვაქცინები "ომიკრონის" წინააღმდეგ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "შეშფოთების ვარიანტად" დასახელდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ჰონგ-კონგში შტამ "ომიკრონით" ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ყატარიდან და ნიგერიიდან ჩამოვიდნენ და, სავარაუდოდ, ვირუსი გადასდეს მამაკაცს, რომელიც კანადიდან ჩამოვიდა და საკარანტინო სასტუმროში იმყოფებოდა. სამივე სპეციალიზებულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მკურნალობას გადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system