თავში

ჰონგ-კონგში ათასობით დემონსტრანტი იკრიბება

​ჰონგ-კონგში ათასობით დემონსტრანტი იკრიბება
ჰონგ-კონგში ათასობით დემონსტრანტი იკრიბება

ჰონგ-კონგში ათასობით დემონსტრანტი აქციის გამართვას გეგმავს. პროტესტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად იმართება. მომიტინგეებს ხელში ბრიტანეთის და აშშ-ს დროშები უკავიათ და ჩინეთის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებენ.

უსაფრთხოების მიზნით ქალაქში დახურულია სავაჭრო ცენტრები და მეტროპოლიტენის 11 სადგური. ჰონგ-კონგის ქუჩებში 6 ათასი პოლიციელია მობილიზებული.

ჰონგ-კონგში მეოთხე თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის მიხედვით დაკავებული ეჭვმიტანილები მართლმსაჯულებისთვის ჩინეთს უნდა გადაეცეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის იმ დისიდენტებს, ვინც ჩინეთის რეჟიმს ჰონგ-კონგში გაექცა. 4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის უფროსმა, კერი ლამმა განაცხადა, რომ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევს. თუმცა მომიტინგეები დემონსტრაციების გაგრძელებას აპირებენ, სანამ წინა აქციების დროს დაკავებულ აქტივისტებს არ გაათავისუფლებენ და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება არ დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system