თავში

ჰონგ-კონგის ლიდერი ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს გააუქმებს

ჰონგ-კონგის ლიდერი ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს გააუქმებს
ჰონგ-კონგის ლიდერი ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს გააუქმებს

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის უფროსმა, კერი ლამმა განაცხადა, რომ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევს.

ეს განცხადება მან ჩინეთის ნაციონალურ კონგრესში მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა.

მანამდე კერი ლამმა აღიარა, რომ ამ კანონპროექტმა „საშინელი ქაოსი“ გამოიწვია.

ჰონგ-კონგში მესამე თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით დაკავებული ეჭვმიტანილები მართლმსაჯულებისთვის ჩინეთისთვის უნდა გადაეცათ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის იმ დისიდენტებს, ვინც ჩინეთის რეჟიმს ჰონგ-კონგში გაექცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system