თავში

ჰონგ-კონგის მაგისტრალზე ავარიისას გზა თევზით აივსო

ჰონგ-კონგის მაგისტრალზე ავარიისას გზა თევზით აივსო
ჰონგ-კონგის მაგისტრალზე ავარიისას გზა თევზით აივსო

ჰონგ-კონგის "Tsing Sha-ს" ავტომაგისტრალზე, სატვირთოსა და ორსართულიანი ავტობუსის შეჯახების გამო, მოძრაობა 2 საათით შეწყდა. ავარიის შედეგად მანქანები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რადგან სატვირთოს წყლითა და თევზით სავსე წყლის ავზები გადაჰქონდა.

სატვირთოს მძღოლი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ავტობუსის მძღოლი, ჩივილების გამო "პრინცესა მარგარეტის" ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებით, ავარიის შედეგად ავტომაგისტრალის დაბალი სიჩქარით გადასაადგილებელი ზოლი გადაიკეტა და გზაზე მოძრაობა მთლიანად შეჩერდა. მისი გახსნა ვერ ხერხდებოდა, რადგან სავალი ნაწილი დაყრილი თევზისგან უნდა გაეთავისუფლებინათ.

პოლიციამ სატვირთოს 36 წლის მძღოლი დააკავა. მას ბრალად მანქანის მოპარვა, მისი ლიცენზიის გარეშე მართვა და პოლიციისგან მიმალვის მცდელობაში ედება. სამართალდამცავები მას 2,5 კილომეტრის მანძილზე მისდევდნენ. იგი პოლიციის გამოჩენის დროს სატვირთოდან გადახტა და ფეხით გაიქცა, მაგრამ "Castle Peak-ის" გზაზე, ის მაინც დაიჭირეს.

ეჭვმიტანილი დაკითხეს, მაგრამ მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system