თავში

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ კონგის პოლიციამ ეპიდემიის შეემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მოსახლეობა პეკინის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კანონების ჰონგ-კონგზე გავრცელების გეგმას აპროტესტებს. დემონსტრანტების განცხადებით ”ეროვნული უსაფრთხოების კანონი ანგრევს ორი სისტემის არსებობას. ახალი კანონები არის ყოვლისმომცველი შეტევა ქალაქის ავტონომიაზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე".

ხელისუფლების განცხადებით, შემოთავაზებული ახალი კანონები აუცილებელია და არ დააზარალებს ჰონგ კონგის ავტონომიასა და უცხოელ ინვესტორებს.

პოლიცია მოსახლეობას დისტანცირებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, ვინაიდან მთავრობის დადგენილებით რვაზე მეტი პირის შეკრება იკრძალება, სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system