თავში

ჰონგ-კონგის პროტესტი ნიღბებით გრძელდება

ჰონგ-კონგის პროტესტი ნიღბებით გრძელდება
ჰონგ-კონგის პროტესტი ნიღბებით გრძელდება

ჰონგ-კონგის აქციების მონაწილეებმა ნიღბები მოირგეს და სათვალთვალო კამერებს ქოლგების მეშვეობით ემალებიან. პოლიციამ საპროტესტო მსვლელობებს „არალეგალურის“ სტატუსი მიანიჭა. მიმდინარეობს მასობრივი დაკავებები. დახურულია მეტრო და ქუჩებში გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანები.

პოლიცია ცრემლსადენ გაზს უშვებს, აქციის მონაწილეები კი ხელნაკეთ ბენზინის ყუმბარებს ისვრიან.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ეს მათი მოთმინების გამოცდაა. „ჩვენ გვირჩევნია მოვკვდეთ ფეხზე მდგომები, ვიდრე ვიცოცხლოთ დაჩოქილებმა“, - აცხადებენ ისინი.

ჯგუფი „ნინძა“ თავს დაესხა ცენტრალურ ჩინეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ბანკსა და მაღაზიას. კომპანიების წარმომადგენლობები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქს ტოვებენ.

ჰონგ-კონგში აქციები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. თავდაპირველად, დემონსტრანტები მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმები და ავტონომიური რეგიონის მმართველის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system