თავში

ჰონგ-კონგის საავადმყოფოებს კოლაფსი ემუქრება

​ჰონგ-კონგის საავადმყოფოებს კოლაფსი ემუქრება
ჰონგ-კონგის საავადმყოფოებს კოლაფსი ემუქრება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქალაქის საავადმყოფოებს კოლაფსი ემუქრება,- ამის შესახებ ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა განაცხადა.

"ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების ზღვარზე ვართ, რამაც, შესაძლოა, ჩვენი ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს და ეს ადამიანების, განსაკუთრებით ხანდაზმულების, სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს",- განაცხადა კერი ლამმა.

მან მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"მკაცრად დაიცავით სოციალური დისტანციის წესები და დარჩით სახლში",- განაცხადა ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა.

ჰონგ-კონგში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები გამკაცრდა. პირბადის ტარება ყველა საჯარო სივრცეში სავალდებულო გახდა, დაიხურა ბარები, სპორტული დარბაზები და სილამაზის სალონები, აიკრძალა რესტორნებში სადილობა და ორზე მეტი პირის შეკრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან.

ბოლო მონაცემებით, ჰონგ-კონგში კორონავირუსის 2 885 შემთხვევაა დადასტურებული, 23 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system