თავში

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში გამაგრებულ დემონსტრანტებს პოლიციამ ალყა შემოარტყა

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში დემონსტრანტებს პოლიციამ ალყა შემოარტყა
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში გამაგრებულ დემონსტრანტებს პოლიციამ ალყა შემოარტყა

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა ჰონგ-კონგში. სამართალდამცველებმა ცენტრალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსს ალყა შემოარტყა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პოლიციის ქვედანაყოფებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. უნივერსიტეტის შენობაში კი მომიტინგეები არიან გამაგრებულნი და ბარიკადების საშუალებით პოლიციას კამპუსის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებსაც.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ პრესასთან ურთიერთობის ოფიცერს დემონსტრანტის მიერ ნასროლი ისარი მოხვდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ახლომდებარე გვირაბი და ჰონგ-კონგის მთავარი საავტომობილო მაგისტრალი.

საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში უკვე მეექვსე თვეა გრძელდება. მთავრობამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა და საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system