თავში

ჰონგ-კონგში Disneyland-ი და Ocean Park-ი დაიკეტა

ჰონგ-კონგში Disneyland-ი და Ocean Park-ი დაიკეტა
ჰონგ-კონგში Disneyland-ი და Ocean Park-ი დაიკეტა

ჰონგ-კონგში მდებარე ორი ძირითადი გასართობი კომპლექსი - Disneyland-ი და Ocean Park-ი, ქვეყანაში გავრცელებული პნევმონიის გამო, დღეს დილით დაიხურა.

Ocean Park-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარკი დროებით არ იმუშავებს.

დისნეილენდმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ პარკის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროები ღია დარჩება. ”ჩვენ გვაქვს მჭიდრო კონტაქტი ჯანდაცვის ორგანოებთან. პარკის გახსნის თარიღს მას შემდეგ გამოვაცხადებთ, რაც შესაბამისი ორგანოებიდან მივიღებთ დასტურს, იმის თაობაზე რომ საფრთხე აღარ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. მსგავსი ვირუსის ეპიდემიამ მსოფლიოს მასშტაბით, 800-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 2002/03 წლებში, რომელიც ასევე ჩინეთიდან გავრცელდა.

კორონავირუსი დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, ავსტრალიაში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.

პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system